01:12 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-24 11:26:37, 672 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ს ცაში მორიგი აეროსტატი ჩამოაგდეს

ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა ამერიკის შეერთებული შტატების ცაზე მაღალ სიმაღლეზე მფრინავი ბურთი შეაჩერა, იუწყება CBS News.

ამერიკელი ოფიციალური პირებისა და სამხედრო მოსამსახურეების თქმით, ის საფრთხეს არ უქმნის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას, ვინაიდან მას არ შეუძლია დამოუკიდებლად მანევრირება.

NORAD-ის ცნობით, აეროსტატი პირველად დასავლეთის შტატებში შენიშნეს. მისი ფრენის სიმაღლე იყო დაახლოებით 13 კმ. აეროსტატის შესასწავლად სამხედრო თვითმფრინავები გაგზავნეს.

CBS News ამერიკელი ოფიციალური პირის სიტყვებზე დაყრდნობით წერს, რომ ობიექტი დამზადებულია სინთეზური პოლიესტერის ბოჭკოზე დაფუძნებული ფირისგან, მის ქვეშ კი პატარა კუბური ყუთია. მისი წარმოშობა და დანიშნულება უცნობია.

დაახლოებით ერთი წლის წინ, შეერთებული შტატების ცაში, ჩინური წარმოშობის აეროსტატი დააკავეს და ჩამოაგდეს  მისი ნამსხვრევების შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ ბორტზე დახვეწილი ჯაშუშური ტექნიკა იყო. ჩინეთის განცხადებების თანახმად, ეს იყო მხოლოდ ამინდის ბუშტი. ამერიკელმა სამხედროებმა შეძლეს დაედგინათ, რომ მან შეგროვებული ინფორმაცია ჩინეთში არ გადასცა. ამის შემდეგ რამდენიმე კვირაში მებრძოლების დახმარებით ჩამოაგდეს კიდევ რამდენიმე მსგავსი ამოუცნობი მფრინავი ობიექტი. მათი ნამსხვრევები ვერ იპოვეს, მაგრამ პრეზიდენტი ბაიდენი ამტკიცებდა, რომ ეს არ იყო დაკავშირებული ჩინურ ჯაშუშურ პროგრამასთან.

ამ მოვლენებმა მნიშვნელოვანი გაციება გამოიწვია აშშ-ჩინეთის ურთიერთობებში, რის გამოც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა 2023 წლის თებერვალში პეკინში ვიზიტი გააუქმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics