|
2024-02-23 16:29:05, 956 ნახვა
რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტის მერი კულტურის ცენტრში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა
ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომერესთან ამირან ცინცაძესთან და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსთან დავით თედორაძესთან ერთად ქედის კულტურის ცენტრში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრას ასევე, მოადგილეები, მაჟორიტარები და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. "მერმა მოქალაქეებს გააცნო გეოლოგიური დასკვნა, რომლის საფუძველზეც ამ ეტაპზე, 119 ოჯახი ექვემდებარება ადგილმონაცვლეობას. დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია ეკომიგრანტთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის, კატეგორიის მინიჭების და შესაბამის პროგრამაში ჩართვის შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოქალაქეების კითხვებს დეტალურად და ამომწურავად უპასუხეს. მუნიციპალიტეტის მერმა მოქალაქეებს მხარდაჭერა და ნებისმიერ საკითხში გვერდში დგომა გამოუცხადა", - ნათქვამია ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)