01:16 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-22 22:46:09, 995 ნახვა

მსოფლიო
პუტინი - აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება ადეკვატური რეაქციაა, მას არ შეუძლია თქვას - „ვალოდია, ყოჩაღ“

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება ადეკვატური რეაქციაა, რადგან ჯო ბაიდენს არ შეუძლია, თქვას – „ვალოდია, ყოჩაღ“, - ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მის მიმართ ჯო ბაიდენის მიერ გაკეთებულ კომენტარს.

როგორც პუტინმა ჟურნალისტს განუცხადა, ბაიდენის ეს რეაქცია ადასტურებს, რომ ის მართალი იყო, როდესაც ამბობდა, რომ რუსეთისთვის აშშ-ის პრეზიდენტად ჯო ბაიდენის ხილვა უფრო სასურველია.

„ცოტა ხნის წინ ვისაუბრეთ და თქვენ მკითხეთ, ვინ იქნება სასურველი შეერთებული შტატების მომავალ პრეზიდენტის რანგში. მე ვთქვი, რომ ნებისმიერ პრეზიდენტთან ვიმუშავებთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენთვის, რუსეთისთვის, ბაიდენი უფრო სასურველია. ახლა მისი ნათქვამიდან გამომდინარე, მე აბსოლუტურად მართალი ვარ, რადგან ეს იყო ადეკვატური რეაქცია იმაზე, რაც ჩემი მხრიდან იყო ნათქვამი. რატომ? რადგან მას არ შეუძლია თქვას: „ვალოდია, ყოჩაღ, მადლობა, შენ ძალიან დამეხმარე“.

ჩვენ გვესმის, რა ხდება შეერთებულ შტატებში პოლიტიკური თვალსაზრისით და ეს რეაქცია აბსოლუტურად ადეკვატურია. ეს ნიშნავს, რომ მე მართალი ვიყავი. რაც მე ვთქვი, პირველ რიგში ჩვენი აუდიტორიისთვის იყო განკუთვნილი და არა ამერიკელებისთვის. თქვენ ხომ რუსი ჟურნალისტი ხართ და თქვენ მკითხეთ, რა იყო ჩვენთვის უკეთესი. ასე რომ, მე გითხარით მაშინ და შემიძლია, ახლაც დავადასტურო და გავიმეორო: ბაიდენი“,- განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გიჟი უწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics