|
2024-02-21 12:23:41, 899 ნახვა
მსოფლიო
კარა-მურზა - 25-წლიანი ძალაუფლების განმავლობაში პუტინს თან სდევს სიკვდილი - იყო ჩეჩნეთი, საქართველო, სირია და უკრაინა
ალექსეი ნავალნის სიკვდილზე პირადად ვლადიმერ პუტინია პასუხისმგებელი. მხოლოდ პუტინის პირადი ბრძანებით შეეძლოთ FSB-ს მე-2 სამსახურის მომწამვლელებს, გამომძიებლებს, პროკურორებს და მოსამართლეებს სასჯელის გამოტანა, ციხის მაღალჩინოსნებს კი, მოქმედება და წამების პირობების შექმნა, - ამის შესახებ რუსი ოპოზიციონერი ვლადიმერ კარა-მურზა X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს. კარა-მურზას თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს 25-წლიანი მმართველობის პერიოდში "სიკვდილი თან სდევს", არამხოლოდ რუსეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის, სირიაში, ჩეჩნეთში, საქართველოში და უკრაინაში. "ერთი რამ დანამდვილებით და მტკიცედ ვიცი - ალექსეი ნავალნის სიკვდილზე პირადად ვლადიმერ პუტინია პასუხისმგებელი, რადგან ალექსეი მისი პირადი პატიმარი იყო. და მხოლოდ ვლადიმერ პუტინის პირადი ბრძანებით შეეძლოთ FSB-ს მე-2 სამსახურის მომწამვლელებს, გამომძიებლებს, პროკურორებს და მოსამართლეებს სასჯელის გამოტანა, ციხის მაღალჩინოსნებს კი, მოქმედება და წამების პირობების შექმნა. ამ კაცს თავისი 25-წლიანი ძალაუფლების განმავლობაში თან სდევს სიკვდილი - სწორედ იმ შემოდგომიდან, როცა საკუთარ ბინებში მძინარე მშვიდობიანი მოქალაქეები ააფეთქა. შემდეგ იყო ჩეჩნეთი, ნორდ-ოსტი, ბესლანი, საქართველო, სირია, უკრაინა. საკუთარ დაბადების დღეზე მოკლული ანა პოლიტკოვსკაია, წელში ჩაცხრილული ბორის ნემცოვი, "სეირნობის შემდეგ გონების დაკარგვით" ციხეში დაღუპული ალექსეი ნავალნი. იღუპებიან საუკეთესოები - ყველაზე მამაცები, ყველაზე გულწრფელები, ყველაზე მზრუნველები. "ყველა ბრუნდება - მათ გარდა, ვინც საჭიროა". და მხოლოდ შურისმაძიებელი, მშიშარა, გაუმაძღარი მოხუცი ინარჩუნებს სასიკვდილო ძალას და ანადგურებს ნებისმიერს, ვისაც საკუთარი ძალაუფლების დაკარგვის საფრთხედ აღიქვამს. ის უნდა შეაჩერონ. და მხოლოდ რუსეთის საზოგადოებას შეუძლია ამის გაკეთება", - წერს კარა-მურზა. შეგახსენებთ, 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)