|
2024-02-21 11:59:29, 709 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკის კაპიტალი გაიზარდა
ბაზისბანკი, კაპიტალში დამატებითი სახსრების მოზიდვის მიზნით, კაპიტალს ზრდის. 2024 წლის 16 თებერვლის აქციონერთა საერთო კრების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ბაზისბანკმა განახორციელა ჩვეულებრივი აქციების ემისია. ბაზისბანკის მიერ ემიტირებული აქციები, უმსხვილესი აქციონერის „ხინჯიანგ ჰუალინგ ინდუსთრი ენდ თრეიდ (გრუფი) ქო“-ს მიერ სრულად იქნა შეძენილი 26.5 მილიონ ლარად. შედეგად კი, ბაზისბანკის საზედამხედველო კაპიტალმა 611 მილიონ ლარს გადააჭარბა. „ბაზისბანკის უმსხვილესმა აქციონერმა, ბანკისადმი მაღალი ნდობისა და მხარდაჭერის ნიშნად, კაპიტალში ინვესტიცია 26.5 მილიონი ლარით გაზარდა, რაც ხელს შეუწყობს ბანკის მიერ დასახული სტრატეგიული მიზნების მიღწევას და ბიზნესებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსების შეთავაზებას. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბაზარზე 30 წლიანი მოღვაწეობის შედეგად, ჩამოვყალიბდით ერთ-ერთ უმსხვილეს უნივერსალურ საფინანსო ინსტიტუტად, რომელიც უმაღლესი ხარისხის ფინანსურ მომსახურებას უწევს როგორც საცალო, ასევე საშუალო და მსხვილ ბიზნესს. ბაზისბანკის მთლიანი აქტივები 3.5 მილიარდ ლარს აჭარბებს“, - აცხადებს ბაზისბანკის გენერალური დირექტორი, დავით ცაავა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)