|
2024-02-20 12:13:27, 891 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ ორგანიზებით სატენდერო გარანტიების შესახებ ვებინარი გაიმართება
„საქართველოს ბანკი“ ბიზნეს მომხმარებლებს მათთვის საჭირო სერვისების და პროდუქტების შეთავაზებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ახლახანს, ბანკმა ბიზნეს მომხმარებლებისთვის სატენდერო გარანტიის აღების პროცესი გაამარტივა და სწორედ ამ მიზნით, ბანკის ორგანიზებით, 21 თებერვალს 19:00-ზე, სატენდერო გარანტიების შესახებ ვებინარი გაიმართება. ვებინარზე დასწრება შეუძლია ყველას, ვინც ბიზნესის ზრდითა და ახალი შესაძლებლობების მოძიებით არის დაინტერესებული. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ კიდევ უფრო მეტი თუ რა არის სატენდერო გარანტია, რატომ სჭირდებათ ის ბიზნესებს და როგორ მოითხოვონ ის ონლაინ, სწრაფად, მარტივად, ფილიალში მისვლის გარეშე, ინტერნეტბანკის მეშვეობით. ვებინარი გაიმართება ონლაინ, ზუმის მეშვეობით. შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია 21 თებერვლის 12:00 საათამდე გაიაროთ რეგისტრაცია „ჩვენ მუდმივად ვიკვლევთ ჩვენი ბიზნეს მომხმარებლების საჭიროებებს და მათ სწორედ იმ პროდუქტებსა თუ სერვისებს, იმ არხში ვთავაზობთ სადაც მათ ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. კომპანიებს, რომლებსაც სახელმწიფო ან სსიპ ტენდერებში სურთ მონაწილეობის მიღება, ვალდებულება აქვთ, გარანტია წარადგინონ. „საქართველოს ბანკი“ კი ამ კომპანიებს შესაძლებლობა აძლევს აიღონ სატენდერო გარანტია, უზრუნველყოფის გარეშე, ონლაინ, ინტერნეტბანკინგში. ვებინარზე გვსურს ბიზნეს მომხმარებლებს გავაცნოთ ჩვენს მიერ დანერგილი სიახლეები სატენდერო გარანტიების მიმართულებით და ის უპირატესობები რასაც „საქართველოს ბანკი“ ბიზნეს მომხმარებლებს სთავაზობს“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს დაკრედიტების Tribe-ის ლიდერმა, თორნიკე ჯავრიშვილმა ვებინარზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
ჩერგოლეიშვილი – ყველა აქციიდან გავყრი სააკაშვილის იმ 30 ბანდერლოგს, რომელიც აქციის მესიჯის დისციპლინას თვითმარქვია ბელადის ბანერებით დაარღვევს
დააკავეს პირი რომელიც ყოფილ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, თუ მასთან შერიგებაზე უარს იტყოდა
ძმის ქორწილში მოკლული გურამ ბოიკოს მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს, ბრალდებული წარსულშიც ნასამართლევია
ისრაელის არჩევნებზე ხმების 56.7%-ის დათვლის შემდეგ, უმრავლესობას ვერცერთი ბლოკი ვერ ფლობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)