2024-02-19 19:43:50, 1251 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის სამხედრო ძალებმა ზაპოროჟიეს სოფელი დაბომბეს - არის მსხვერპლი
რუსეთის სამხედრო ძალებმა ზაპოროჟიეს სოფელი პრიმორსკე დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს ოლქის ხელმძღვანელი ივან ფედოროვი ავრცელებს.
როგორც ფედეროვი აღნიშნავს, მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
"დაახლოებით 12:00 საათზე ოკუპანტებმა გრედისგან დაბომბეს ვასილივსკის რაიონის სოფელი პრიმორსკე. 57 წლის ადგილობრივი მცხოვრები გარდაიცვალა. ვიღაცის შვილი, ქმარი, მამა", - განაცხადა ფედოროვმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,