|
2024-02-19 10:02:19, 918 ნახვა
მსოფლიო
ბენი განცი - თუ ღაზაში მყოფი მძევლები რამდენიმე კვირაში არ გათავისუფლდებიან, ისრაელი რაფაჰში შევა
თუ ღაზას სექტორში მყოფი ისრაელელი მძევლები მომდევნო რამდენიმე კვირაში არ გათავისუფლდებიან, მაშინ ისრაელი სამხრეთ ღაზაში მის ოპერაციას გააფართოებს და ქალაქ რაფაჰში შევა, - ამის შესახებ ისრაელის ომის კაბინეტის წევრმა, ბენი განცმა განაცხადა. მისი თქმით, ისრაელი ამას კოორდინირებულად გააკეთებს და დიალოგში იქნება ამერიკელ და ეგვიპტელ პარტნიორებთან, რომ ხელი შეუწყოს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას. "მსოფლიომ უნდა იცოდეს და "ჰამასის" ლიდერებმა უნდა იცოდნენ - თუ რამადანისთვის ჩვენი მძევლები სახლში არ იქნებიან, ბრძოლები ყველგან გაგრძელდება, რაფაჰის რაიონების ჩათვლით... მათთვის, ვინც ამბობს, რომ [შეტევის] ფასი ძალიან მაღალია, ნათლად ვამბობ: "ჰამასს" აქვს არჩევანი - მათ შეუძლიათ ჩაბარდნენ, გაათავისუფლონ მძევლები და ღაზას მოქალაქეებს შეეძლებათ, აღნიშნონ წმინდა დღესასწაული რამადანი", - განაცხადა განცმა.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)