|
2024-02-18 14:18:57, 853 ნახვა
მსოფლიო
ფრანგების უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის დახმარების გაგრძელების ან გაზრდას, მათ შორის სამხედრო მიმართულებით
ფრანგების უმრავლესობას სურს შეინარჩუნოს ან გაზარდოს დახმარება, რომელსაც პარიზი უწევს უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, იტყობინება AFP, იპსოსის გამოკითხვაზე დაყრდნობით, რომელიც ყოველკვირეული La Tribune de Dimanche-ის დაკვეთით არის გაკეთებული. გამოკითხულთა 44% უკრაინისადმი ჰუმანიტარული დახმარების იმავე მოცულობით გაგრძელების მომხრეა, ხოლო კიდევ 32% მისი გაზრდის მომხრეა. 41% იარაღის მიწოდების გაგრძელების მომხრეა, 21% ზრდის მომხრეა, 38%-ის წინააღმდეგ. თუმცა, სამხედრო დახმარების მხარდამჭერთა რაოდენობა 2023 წლის ივნისთან შედარებით 10 პროცენტული პუნქტით შემცირდა. ასევე, 70% მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, 30% ამჯობინებს მათ შემსუბუქებას. ფრანგების 46% მხარს უჭერს უკრაინელი ლტოლვილების მიღებას ამჟამინდელ დონეზე, ხოლო 19% არის კიდევ უფრო მეტი ლტოლვილის მიღების მომხრე. 35%-ს სურს საფრანგეთში უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობის შემცირება, რაც 11 პუნქტით მეტია 2023 წლის ივნისის მაჩვენებელზე. გამოკითხვა ჩატარდა 13-დან 15 თებერვლამდე და მოიცავდა 18 წელზე უფროსი ასაკის 1000 ადამიანს საფრანგეთის ტერიტორიაზე. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა პარასკევს პარიზში ხელი მოაწერეს შეთანხმებას დახმარების გარანტიების შესახებ, რომლის მიხედვითაც საფრანგეთი ვალდებულებას იღებდა უკრაინას მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში 3 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღით მიაწოდოს.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)