|
2015-02-11 18:54:15, 1064 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის კრებას დაესწრო
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მე-VI საერთო კრების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. სახელმწიფო მინისტრმა საქართველო ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესსა და ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმია სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ფუნქციონირებს. მნიშვნელოვანია არამარტო ჩვენი მხრიდან მათი საქმიანობის ხელშეწყობა, არამედ, მათი მხრივ ასოცირების შეთანხმების შესრულების მონიტორინგის ხელშეწყობა. ჩვენი აპარატი სწორედ ამ საქმით არის დაკავებული და შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოება სწორედ ამ მხრივ გვეხმარება და გვერდში გვიდგას, რათა მოხდეს შესრულება სათანადო დონეზე. ძალიან მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია, რომ საქართველო იყო პირველი აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებს შორის, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოება ჩართო ასოცირების შეთანხმების შესრულების მიმდინარეობის პროცესში. მათ შორის ისინი ჩაერთვებიან 2015 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგშიც“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)