|
2024-02-14 16:20:48, 1217 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით Brunch by Gastronome-ის მეხუთე ობიექტი გაიხსნა
„საქართველოს ბანკი“ ბიზნესების გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, „გასტრონომ ჯგუფმა“ Brunch by Gastronome-ის ახალი, მეხუთე ობიექტი, „გალერია თბილისში“ გახსნა. Brunch by Gastronome „გასტრონომ ჯგუფის“ ახალი პროექტია, რომელიც მომხმარებელს ექსკლუზიურად გასტრონომის პროდუქციით შექმნილ ჯანსაღ, Takeaway მენიუს სთავაზობს. “გასტრონომ ჯგუფი” მეხუთე წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს. კომპანიის მიზანია საქართველოში პრემიუმ ხარისხის კვების პროდუქტების მოხმარების კულტურის დამკვიდრება და გასტრონომიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. ის პრემიუმ დელიკატესების მაღაზიათა ქსელს, რესტორნებს, კონცეპტუალურ შოურუმსა და Brunch by Gastronome-ს აერთიანებს. „მოხარულები ვართ, რომ „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით Brunch by Gastronome - ის კიდევ ერთი, რიგით მეხუთე ფილიალი გაიხსნა. “გასტრონომ ჯგუფის” თითოეული ობიექტი ექსკლუზიური, მაღალი ხარისხის პროდუქტებითა და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისით გამოირჩევა. წლების მანძილზე, ჩვენ არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ერთობლივად, მათ შორის: პრემიუმ დელიკატესების მაღაზიათა ქსელი - Gastronome, კონცეპტუალური შოურუმი - Kitchen and Living, პრემიუმ ხარისხის რესტორანი - Argentinian Steakhouse, იტალიური რესტორანი Bistro by Gastronome და Brunch by Gastronome - ის რამდენიმე ფილიალი გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი თანამშრომლობა მხოლოდ საბანკო პროდუქტებით სარგებლობას არ გულისხმობს და ის სხვადასხვა აქციების ორგანიზებას და მომხმარებლებისთვის შეთავაზებასაც მოიცავს. სამომავლოდ Brunch by Gastronome-ის რამდენიმე ახალი ობიექტის გახსნას ვგეგმავთ და ჩვენს მომხმარებლებს არაერთ სიახლეს შევთავაზებთ“, - განაცხადა გასტრონომის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გეთიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)