|
2024-02-14 14:22:49, 1638 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტი“-ს მიერ გავრცელებულ კვლევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ექსპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტი“-ს მიერ გავრცელებულ კვლევას და მის საფუძველზე პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიასაშუალებების მიერ მომზადებულ სიუჟეტებს, რომლებიც მსუბუქი ავტომანქანების რეექსპორტის მიმართულებით საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების საკითხს ეხება. https://ifact.ge/sankcirebuli-avtomobilebi-sakartvelodan-rusetamde/ პირველ რიგში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ამ ე.წ. კვლევაში გამოთქმული ბრალდებები არის უსაფუძვლო და მხოლოდ და მხოლოდ ეყრდნობა ავტორის მიერ გამოთქმულ ვარაუდებსა და ეჭვებს. კვლევაში არ არის წარმოდგენილი არცერთი სარწმუნო არგუმენტი ან/და დოკუმენტი. შედეგად ცხადია, რომ ამგვარი კვლევის მომზადების მთავარი მიზანი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული მორიგი დეზინფორმაციის გავრცელებაა. კიდევ ერთხელ, ვაცხადებთ, რომ საქართველო სრულად და მტკიცედ იცავს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებს და არ არსებობს ამის საპირისპირო დამადასტურებელი არცერთი ფაქტი. საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ახორციელებს აღნიშნული სანქციების აღსრულების ცენტრალიზებულ კონტროლს. აშშ-ს, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის და იაპონიის მიერ დაწესებულ სანქციებთან მიმართებით საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა სატრანზიტო დერეფანი მკაცრად კონტროლდება იმ ფორმით და იმ პროცედურით, რასაც თავად მოიცავს დაწესებული სანქციები და შესაბამისი პროცედურების შესახებ, ინფორმირებული არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. დღეის მონაცემებით, აქტიურია რისკის 36 პროფილი, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ახდენს სანქცირების შესახებ მონაცემთა იდენტიფიცირებას და დამატებითი რისკ-ფაქტორების გამოვლენის ინიცირებას. ბოლო მონაცემებით, საქართველოს საბაჟო საზღვრებიდან გაბრუნებისა და საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე უარის თქმის 1795 შემთხვევაა დაფიქსირებული. როგორც ცნობილია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ევროკავშირმა და ეკონომიკური სანქციების დაწესების პროცესში მონაწილე სხვა ქვეყნებმა, მიიღეს გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსთან განსაზღვრული საქონლით ვაჭრობაზე შეზღუდვების დაწესების შესახებ. მათ შორის, სანქციები შეეხო აღნიშნული ქვეყნებიდან მსუბუქი ავტომობილების რუსეთში ან ბელარუსში შეტანასაც. აღნიშნული შეზღუდვა, უწყების მხრიდან მკაცრ მონიტორინგს/აღსრულებას ექვემდებარება. ტრანზიტული ნომრის მქონე ავტომობილების, რომლებიც გადაადგილდებიან ტრანზიტულად, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, შემოსვლისას, მკაცრად კონტროლდება შესაბამისი დოკუმენტაცია, თუ რომელი ქვეყნის დანიშნულებით გადაადგილდება აღნიშნული სატრანსპროტო საშუალება. დღეის მდგომარეობით მოქმედი შეზღუდვები არ ეხება აშშ-დან და ევროკავშირიდან შემოყვანილი ავტომობილების ექსპორტს/რეექსპორტს იმ ქვეყნებში, რომლებიც არ არიან მითითებული აშშ-სა და ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ სანქციებში. ამასთან, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ აღვნიშნავთ, რომ აკრძალვა არ ვრცელდება იმ მსუბუქ ავტომობილებზე, რომლებიც არის ფიზიკური პირის პირად საკუთრებაში, გამოიყენება მისი პირადი სარგებლობისთვის და არ არის განკუთვნილი გასაყიდად. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს აქვს მუდმივი კონსულტაციები აშშ-სა და ევროკავშირის კომპეტენტურ უწყებებთან/პარტნიორ ქვეყნებთან და სანქციებთან მიმართებით, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება/გაცემა ხდება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ის უკვე დადასტურებულია ოფიციალური წყაროებიდან და გასათვალისწინებელია ბიზნესოპერატორებისთვის. დაინტერესებული პირებისთვის, კიდევ ერთხელ, ვაქვეყნებთ საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებულ ბმულებს. ასევე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მედია საშუალებებს, სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის გავრცელებისას იხელმძღვანელონ ქვემოთ მოყვანილი ოფიციალური წყაროებიდან და იმ შემთხვევაში თუ დამატებითი შეკითხვები იქნება აღნიშნულ რეგულაციებთან დაკავშირებით, განმარტებისთვის მიმართონ სანქციების აღსრულებაზე პასუხიმგებელ უწყებას - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს. ევროპიდან რუსეთში სანქცირებული საქონელი: https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=CELEX%3A02014R0833-20231001 აშშ-დან რუსეთსა და ბელარუსში სანქცირებული საქონელი: ბრიტანეთიდან რუსეთში სანქცირებული საქონელი: https://www.legislation.gov.uk/uksi/2019/855/data.xht?view=snippet&wrap=true ბრიტანეთიდან ბელარუსში სანქცირებული საქონელი: https://www.legislation.gov.uk/uksi/2019/600 კანადიდან რუსეთში სანქცირებული საქონელი: https://laws.justice.gc.ca/eng/regulations/sor-2014-58/fulltext.html იაპონიიდან რუსეთსა და ბელარუსში სანქცირებული საქონელი: https://sanctionsnews.bakermckenzie.com/japan-announces-which-items-will-be-subject-to-the-ban-on-exports-of-luxury-goods-to-russia/?fbclid=IwAR1U_zSS5X5ghdUe8JPU7oSLcKWM5r7PGshlIuve2piz2h7vXX7C2XBOHNU“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)