|
2024-02-13 16:10:43, 535 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობის წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრები გამართა
დუბაიში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, თანი ბინ აჰმედ ალ ზიოუდის და საამიროების ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, სუჰაილ მოჰამედ ალ მაზრუის შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ლევან დავითაშვილმა საამიროების უმაღლესი თანამდებობის პირებთან ორი ქვეყნის ურთიერთობისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა. დავითაშვილის თქმით, საქართველოს ეკონომიკური კავშირები არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ძალიან მზარდია და აქტიურად ვითარდება. "გასული წლის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის 39%-ით არის გაზრდილი. ასევე მზარდი დინამიკაა ტურიზმის სექტორში - გასულ წელს საქართველოში საამიროებიდან 18.9%-ით მეტი ვიზიტორი შემოვიდა. ხაზგასასმელია ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლისა და მგზავრთნაკადის სტატისტიკაც, რომლის მიხედვით, 2023 წელს პირდაპირი რეგულარული რეისების შედეგად გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 23.1%-ით მეტია. საამიროების ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში გაფორმდა და წელს შევა ძალაში. ამ შეთანხმების თანახმად, საქართველო საამიროებთან ისარგებლებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დამატებით 10-მილიონიან, მაღალ მსყიდველობითუნარიან ბაზართან წვდომას ნიშნავს. შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების სტიმულირების შემდგომი ეტაპები, თუ როგორ უნდა მოხდეს კერძო სექტორების კიდევ უფრო მეტად დაახლოება იმისთვის, რომ საამიროებიდან გაიზარდოს ინვესტიციების მოცულობა ჩვენს ქვეყანაში. საქართველოსთან ურთიერთობას და თანამშრომლობას ასევე მაღალი შეფასება მიეცა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე, სადაც ლევან დავითაშვილმა ენერგეტიკის სექტორის განვითარების პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ამ მიმართულებითაც განსაკუთრებულად საინტერესოა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან თანამშრომლობა და საქართველოს მთავრობა მზად არის კიდევ უფრო აქტიური ნაბიჯები გადადგას ენერგეტიკის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისა და დამატებითი საინვესტიციო შესაძლებლობების შესაქმნელად შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში ყველაზე დიდი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის პროექტს, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო კომპანია "მასდარი" განახორციელებს. მზის ახალი ელექტროსადგური, რომლის მშენებლობაც გარდაბნის მუნიციპალიტეტში იგეგმება, შეამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას და მოახდენს ელექტროენერგიის მიწოდების ადგილობრივი წყაროების დივერსიფიკაციას, ასევე ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიების, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული მიზნების მიღწევას და ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)