|
2024-02-13 15:28:52, 664 ნახვა
საზოგადოება
დარეგისტრირდი საჯარო მეტყველების კონკურსზე და გამოცადე შენი შესაძლებლობები - პროექტის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“
"საქართველოს ბანკი" ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. უკვე 12 წელია, ფინანსური ინსტიტუტი „ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის“ (ESU) მიერ ორგანიზებული საჯარო მეტყველების კონკურსის მხარდამჭერია. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 1 მარტამდე უნდა მიმართონ British Corner-ის წარმომადგენლებს ელ. ფოსტის მისამართზე: britishcornerbc@gmail.com, საჯარო მეტყველების კონკურსის პირველი ტური 4 და 6 მარტს ჩატარდება, მეორე ტური კი 13 მარტს გაიმართება. წლევანდელი კონკურსის პირველი ტურის მთავარი თემაა: „არც ცუდი და არც კარგი არ არსებობს, თუ გონება არ განსაზღვრავს მას ასეთად“. მონაწილეებმა აღნიშნულ საკითხზე უნდა მოამზადონ ხუთწუთიანი გამოსვლა (ინგლისურ ენაზე), რომელსაც შემდეგ ჟიურის წარუდგენენ. კონკურსი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების მხრიდან საკუთარი ცოდნის გამოვლენას, როგორც კრიტიკული, ასევე ლოგიკური აზროვნების უნარების განვითარებას და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას. საჯარო მეტყველების კონკურსში მონაწილეობის მიღება 16-დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ. „საქართველოს ბანკში" კარგად გვესმის განათლების მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ, მიზნად ვისახავთ ახალგაზრდებისთვის შევქმნათ ცოდნის ამაღლების, განვითარებისა და პოტენციალის გამოვლენის შესაძლებლობები. ამ მიზნით, 2012 წლიდან ჩვენ საჯარო მეტყველების კონკურსის მხარდამჭერები ვართ. ამ პერიოდში, პროექტში მონაწილეობა 800-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო, მათგან 40-ზე მეტმა კი ლონდონის საერთაშორისო ორატორთა კონკურსშიც გამოცადა საკუთარი შესაძლებლობები. გვახარებს ინიციატივის მიმართ მუდმივად მზარდი ინტერესი, რომელიც გვაძლევს მოტივაციას, რომ არ გავჩერდეთ“, - აღნიშნავენ "საქართველოს ბანკში". ინფორმაციისთვის, ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი (ESU) 1918 წელს დიდ ბრიტანეთში დაარსდა. კავშირის მთავარი მიზანია, ინგლისური ენის მეშვეობით ხელი შეუწყოს ხალხთა შორის მეგობრობისა და ურთიერთგაგების განმტკიცებას. ESU-ს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროგრამაა საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსი, რომელიც საქართველოში 1998 წლიდან ხორციელდება. 2012 წლიდან პროექტის ფინანსური მხარდამჭერია "საქართველოს ბანკი" ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირთან ერთად. ESU-Georgia "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, ყოველ წელს გამარჯვებულს ლონდონში, საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აგზავნის. ეს ყველაზე დიდი კონკურსია მსოფლიოში, რომელშიც მონაწილეობას ყოველწლიურად 50-ზე მეტი ქვეყნიდან 1 000 000 ახალგაზრდა იღებს. "საქართველოს ბანკის" მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ვებგვერდზე: csr.bog.ge
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)