06:19 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-13 14:53:09, 887 ნახვა

მსოფლიო
ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტად ოფიციალურად გამოცხადდა

ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტად ოფიციალურად გამოცხადდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

​მედიის ცნობით, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დაამტკიცა.

როგორც აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ფარჰად აბდულაევმა განაცხადა, ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად მომდევნო 7 წლის განმავლობაში არის არჩეული, გადაწყვეტილება კი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 7 თებერვალს ჩატარდა და მასში 7 კანდიდატი მონაწილეობდა.

ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტად ხმების 92.12%-ით გამოცხადდა, ხოლო არჩევნების საბოლოო შედეგები აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 11 თებერვალს გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics