|
2024-02-12 17:44:16, 1025 ნახვა
მსოფლიო
პესკოვი - სომხეთის საერთაშორისო წესდებასთან შეერთებამ, არ შეიძლება, რომ რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებზე ნეგატიური გავლენა არ იქონიოს
ახალმა რეალობამ, რომელიც დაკავშირებულია სომხეთის საერთაშორისო წესდებასთან შეერთებასთან, არ შეიძლება, არ იქონიოს ნეგატიური გავლენა რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებზე,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. როგორც პესკოვმა აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტის სომხეთში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით, მოსკოვი ელოდება სომხეთთან შეთანხმებას გარანტიებთან დაკავშირებით, რომ რუსეთის პრეზიდენტს ჰააგის ორდერის საფუძველზე არ დააკავებენ. „ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ახალმა რეალობამ, რომელიც დაკავშირებულია სომხეთის ამ საერთაშორისო წესდებასთან შეერთებასთან, არ შეიძლება, არ იქონიოს ნეგატიური გავლენა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე. რა თქმა უნდა, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სომეხი პარტნიორებისგან გარკვეული გარანტიების მიღება. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ორმხრივი დიალოგის ფარგლებში და კრემლი ამაზეა ფოკუსირებული“, - განაცხადა პესკოვმა. ცნობისთვის, სომხეთი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალურად შეუერთდა.
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – სამორინეებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა
საკონსტიტუციო სასამართლოში ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის ხსენებას კამათი მოჰყვა
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)