|
2024-02-12 17:02:35, 1296 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ბათუმში სკოლების მშენებლობის პროცესს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან და ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად, ბათუმში სკოლების მშენებლობის პროცესს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მთავრობის ცნობით, ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე 1400 მოსწავლეზე გათვლილი, 3 სართულიანი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. "თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ახალ საჯარო სკოლაში განთავსდება სპორტული და სააქტო დარბაზები, ბიბლიოთეკა, მოეწყობა ღია მოედანი და სარეკრეაციო სივრცე. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს ბათუმის N16 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, თანამედროვე სტანდარტების ახალი სკოლის მშენებლობა. სკოლა ორ ცვლაში, გათვლილია 2 000 მოსწავლეზე. საკლასო ოთახებთან ერთად, შენობაში განთავსდება ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი, სააქტო დარბაზი 300 მაყურებელზე, ღია და დახურული სპორტული მოედნები ტრიბუნებით. ამ დროისთვის მშენებლობა დასრულებულია და მიმდინარეობს შენობის კეთილმოწყობის სამუშაოები. სკოლები მთლიანად ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის. 2024 წელს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ბიუჯეტი 37 000 000 ლარზე მეტია. აღნიშნული ბიუჯეტის ფარგლებში, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში 125 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები განხორციელდება, მათ შორის ბათუმში 9 საჯარო სკოლის ძირითადი ან დამატებითი შენობის მშენებლობა და 16 საჯარო სკოლის სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაციაა დაგეგმილი",- აღნიშნულია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.
სასამართლომ საქმეში არ ჩართო ღარიბაშვილის წერილი, რომელშიც მდინარაძე იყო ნახსენები
ადვოკატი: იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი პროცესებზე გამოცხადდება და იმედია, არ დახურავენ სასამართლო სხდომებს
ვახო სანაიას დაკავება კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
ვახო სანაია - ჩემი დაკავების მიზანია საზოგადოება გაჩუმდეს, საზოგადოება არ გაჩუმდება არასდროს - ამ რეჟიმს ამოვაყირავებთ
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)