|
2024-02-12 12:26:16, 741 ნახვა
სამართალი
შსს-ს თანამშრომელს, რომელიც დუშეთში ქვეითს დაეჯახა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
გორის რაიონულმა სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, რომელიც დუშეთში ქვეითის დაეჯახა, სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მიატოვა და მიიმალა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. რაც შეეხება თავად ბრალდებულს, ის დანაშაულს არ აღიარებს. "სახლში მივედი, არსად არ მივმალულვარ, არც სადმე წავსულვარ. მაგას ვიტყვი კიდევ, რომ თვალთახედვის არე, მხედველობა მაქვს -2", - განაცხადა ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი სამართალდამცავებმა 9 თებერვალს დააკავეს. საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, კაცს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით (განსაცდელში მიტოვება) წარედგინა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)