2024-02-11 17:33:17, 1303 ნახვა
მსოფლიო
მედია - ემანუელ მაკრონმა უკრაინაში ვიზიტი გადადო
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინაში ვიზიტი გადადო.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ფრანგულ გამოცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ვიზიტის გადადების მიზეზად უსაფრთხოების საკითხები სახელდება.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის უკრაინაში ვიზიტი 13-14 თებერვალს იყო დაგეგმილი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,