17:33 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-09 17:25:36, 1205 ნახვა

ომი უკრაინაში
სირსკი - გამარჯვების გზაზე წარმატების მიღწევას მხოლოდ ცვლილებებითა და ბრძოლის საშუალებების გაუმჯობესებით შევძლებთ

მხოლოდ ცვლილებები და საომარი მოქმედებების წარმოების საშუალებებისა და მეთოდების მუდმივი გაუმჯობესება შესაძლებელს გახდის ამ გზაზე წარმატების მიღწევას, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.

როგორც სირსკი აღნიშნავს, შტაბის ამოცანა ფრონტის ყველა საჭიროების ცოდნა და მის თითოეულ მონაკვეთზე სიტუაციის დაუფლებაა.

"დღის წესრიგში ახალი ამოცანებია. პირველ რიგში, ეს არის სამხედრო სამეთაურო ორგანოების, ფორმირებების, შენაერთებისა და ქვედანაყოფების მოქმედებების მკაფიო და დეტალური დაგეგმვა, ფრონტის საჭიროებების გათვალისწინებით, უახლეს იარაღზე, რომელიც მოდის საერთაშორისო პარტნიორებისგან. სწრაფი და ეფექტური განაწილება და ჯარებისთვის საბრძოლველად ყველაფრის მიწოდება იყო და რჩება სამხედრო ლოგისტიკის მთავარ ამოცანად. 

გეგმების შემუშავებისა და წარმატებით განხორციელებისთვის კი, სამხედრო სამეთაურო-საკონტროლო ორგანოების პერსონალის კვალიფიკაცია გადამწყვეტია", - განაცხადა სირსკიმ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად ალექსანდრ სირსკი გუშინ, 8 თებერვალს დანიშნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics