|
2024-02-08 14:49:37, 731 ნახვა
საზოგადოება
SOLO თანამედროვე ხელოვნების პლატფორმა - TAF 2024-ის პარტნიორია
SOLO-სთან პარტნიორობით, თბილისში თანამედროვე ხელოვნების პლატფორმა - TAF 2024 ბრუნდება. ღონისძიება საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ 11-14 აპრილს გაიმართება. TAF 2024 რეგიონში თანამედროვე ხელოვნების ყველაზე მასშტაბური პლატფორმაა, რომელიც თავს უყრის როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო გალერეებს, დამოუკიდებელ ხელოვანებს, კურატორებს, კრიტიკოსებს, კოლექციონერებს, საერთაშორისო მედიასა და სტუმრებს. პროექტი მიზნად ისახავს, თანამედროვე ლოკალური და საერთაშორისო ხელოვანების ხელშეწყობას, მათი ნამუშევრების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და არტისტების საერთაშორისო კოლექციონერებთან, დილერებთან და კურატორებთან დაკავშირებას. პლატფორმა აერთიანებს როგორც გამოფენას, ასევე სხვადასხვა პერფორმანსებს, სამუშაო შეხვედრებს, TAF Talk-ების სერიას, რომლის ფარგლებშიც, საერთაშორისო და ადგილობრივი სპიკერები ხელოვნების გარშემო საინტერესო და აქტუალურ თემებზე ისაუბრებენ. TAF 2024-ის ფარგლებში ასევე გაიმართება პარალელური პროგრამა, რომლის მთავარი ფოკუსი რეწვის ოსტატებზე იქნება. შესაბამისად, არტისტები საკუთარ გამოცდილებას და ტექნიკას დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებენ. ამასთან, ფრანგულ გალერეასთან Odile Ouizeman-თან კოლაბორაციით მოეწყობა გამორჩეული ხელოვანის, Ulla Rosen Winbladh Culioli -ის მსოფლიო პრემიერა საქართველოში. მისი ნამუშევრები ხელოვნების სამყაროს აღმოჩენად მიიჩნევა. თანამედროვე ხელოვნების ბაზრობის დათვალიერება როგორც ხელოვნების ექსპერტებს, ასევე ფართო აუდიტორიასაც შეეძლება. „SOLO აგრძელებს კულტურული ინიციატივების მხარდაჭერას და მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქართველი ხელოვანების ცნობადობის ამაღლებას. სწორედ ამიტომ, ჩვენ წელს TAF 2024-ის პარტნიორები ვართ. აღნიშნული მრავალპროფილური ღონისძიება ხელს უწყობს როგორც ლოკალური არტისტების საერთაშორისო კურატორებისა და კოლექციონერებისთვის გაცნობას, ასევე საქმიანი კავშირების ჩამოყალიბებას და ქართულ საზოგადოებაში მსოფლიოში აღიარებული ხელოვანების და მათი ნამუშევრების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. იმედი გვაქვს, წელს ღონისძიება კვლავ საზოგადოების ყურადღების ობიექტი გახდება და მრავალ ვიზიტორს ვიხილავთ“, - აღნიშნავენ SOLO-ს გუნდში.
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)