|
2024-02-06 19:14:19, 625 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია - ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა
შემოღებულ იქნა ავტომობილის ემისიის ევრო 5 სტანდარტი, რომელიც მსუბუქი ავტომობილებისთვის და მიკროავტობუსებისთვის უკვე ძალაშია შესული. გაგრძელდება საწვავის ხარისხის კონტროლი. დავიწყეთ ავტომობილების გამონაბოლქვის გზაზე კონტროლი და მიმდინარე წელს ვზრდით ეკიპაჟების რაოდენობას. აგრეთვე, ავტომობილებიდან კატალიზატორების ამოღების მავნე პრაქტიკასთან საბრძოლველად აიკრძალა კატალიზატორების ექსპორტი, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში დარგობრივი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, საწარმოებიდან დაბინძურების პრევენციისთვის დაწესდა ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემების დანერგვის ვალდებულება. ამ ეტაპზე, 51 აქტიური საწარმოდან 31-მა დაამონტაჟა სისტემა, რასაც თან უძღოდა ტექნიკური გადაიარაღება, ფილტრაციის სისტემების გამართვა. დარჩენილი საწარმოების უმეტესობა აქტიურად მუშაობს სისტემების დასანერგად და, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს მათი დიდი ნაწილი დაასრულებს პროცესს. "მინისტრობის კანდიდატმა ტყის მართვის რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ტყის ახალი კოდექსის შესაბამისად, ქვეყანა გადადის მდგრადი სატყეო მეურნეობების ჩამოყალიბებაზე. საქმიანი ეზოები მოეწყობა ყველა მუნიციპალიტეტში, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტყის მდგრადი მართვის პრაქტიკის ჩამოყალიბებას. მნიშვნელოვნად იზრდება ტყის აღდგენის სამუშაოების მასშტაბები და მიმდინარე წელს დაახლოებით 1500 ჰა ფართობზე განხორციელდება", - ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)