|
2024-02-06 18:35:25, 837 ნახვა
ეკონომიკა
შამუგია - 2023 წლის წინასწარი მონაცემებით, აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება 16 მლრდ ლარს გადააჭარბებს, ხოლო ექსპორტმა რეკორდული, 1.44 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგების მოკლე მიმოხილვა და სამომავლო ხედვები წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, 2024 წელს სოფლის განვითარების სააგენტო სულ მცირე თხუთმეტ სხვადასხვა პროგრამას განახორციელებს, რომელიც მოიცავს ღირებულებათა ჯაჭვის თითქმის ყველა რგოლის დაფინანსებას. აღნიშნული პროგრამებისთვის, 2024 წლის ბიუჯეტით 330 მლნ ლარია გამოყოფილი. „მოგეხსენებათ, ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სწორედ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ზრუნვაა. განხორციელებული პოლიტიკის შედეგად, ყოველწლიურად იზრდება როგორც აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვების, ასევე ექსპორტის მაჩვენებლები. 2023 წლის წინასწარი მონაცემებით აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება 16 მლრდ. ლარს გადააჭარბებს ხოლო ექსპორტმა რეკორდული, 1.44 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 15%-ით აღემატება, ხოლო ბოლო 12 წელიწადში გვაქვს 180%-იანი ზრდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ექსპორტი თითქმის სამჯერ არის გაზრდილი. აღსანიშნავია ღვინის და სპირტიანი სასმელების ექსპორტი, რომელიც 2023 წელს, ჯამურად, 455 მლნ დოლარს შეადგენს, რაც 16%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 1200-ზე მეტი მასწავლებელი წარადგინეს - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ზელენსკი: ევროკავშირის 3 ქვეყანა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერებას შეუწყობს ხელს
კობახიძე: ჩინეთთან ყოველისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადავდივართ
კობახიძე - გლობალური ომის პარტიას ჰქონდა პირდაპირი ინტერესი საქართველო ჩართულიყო ომში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)