2024-02-06 15:11:44, 499 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი კობახიძე აჭარაში სტიქიის შედეგად 2 ადამიანის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე მწუხარებას გამოთქვამს აჭარაში სტიქიის შედეგად დაღუპულების გამო და უსამძიმრებს ოჯახებს.
„სამწუხაროდ, სტიქიაა დასავლეთ საქართველოში, როგორც მითხრეს, აჭარაში ორი ადამიანია დაღუპული, ვუსამძიმრებ ოჯახებს. გრძელდება შესაბამისი სამუშაოები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),