|
2024-02-05 16:30:35, 1080 ნახვა
სამართალი
„რადიო თავისუფლება“ - დასავლეთ საქართველოში შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს - არასრულწლოვანმა ნაადრევად იმშობიარა
დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს, არასრულწლოვანმა გოგონამ კი, ნაადრევად იმშობიარა. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 4 თებერვალს, ბრალდებულს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. "ნაყოფი დაიღუპა... კლინიკა არასრულწლოვანმა 5 თებერვალს დატოვა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია... 4 თებერვალს, კაცს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. ამ ეტაპზე უცნობია, აღიარებს თუ არა ის მის მიმართ წაყენებულ ბრალს",- წერს მედიასაშუალება. გამოცემას შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ, რომ ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-137-ე პრიმა მუხლით დაიწყო. თუ ბრალდებულს დანაშაული დაუმტკიცდა, მას 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელის.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)