|
2024-02-05 15:17:17, 528 ნახვა
საზოგადოება
ქართული ხორბლის დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით, თბილისში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ტარდება
5-6 თებერვალს, თბილისი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „ქართული ხორბლის კულტურა - რიტუალები და გამოყენების უწყვეტი ტრადიცია“ მასპინძლობს. კონფერენცია, რომელშიც 6 ქვეყნიდან (საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, თურქეთი, ბულგარეთი) 80-მდე მეცნიერი მონაწილეობს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით იმართება. კონფერენცია საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში, რაიმუნდ იელემ გახსნეს. „აღნიშნული კონფერენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის ქართული ხორბლის გამოყენების ისტორიას და ტრადიციებს ეხება. ხორბლის სახეობათა მრავალფეროვნებით საქართველო უნიკალურია მთელს მსოფლიოში. საქართველოში ხორბლის მოშინაურებასა და მოყვანის ისტორია მრავალ ათას წელს ითვლის, რაც ისტორიულად და მეცნიერულად დასტურდება. ბოლო წლებში, ბევრი რამ გაკეთდა ხორბლის ენდემური ჯიშების აღდგენის მიმართულებით. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ აღდგენილ ჯიშებზე მოთხოვნაც ყოველდღიურად იზრდება. დღეისთვის, აღდგენილი ჯიშების გავრცელება ფერმერულ მეურნეობებში აქტიურად მიმდინარეობს“,- განაცხადა იური ნოზაძემ. როგორც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა აღნიშნა, ქართულ ხორბალს საპატიო ადგილი უჭირავს მსოფლიოში და აღნიშნული კონფერენციაც მისი პოპულარიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. „ქართული ხორბალი დადასტურებულად უნიკალურია თავისი ისტორიით, ენდემური ჯიშების მრავალფეროვნებით, ჩვენს კულტურასა და ტრადიციებში გამოყენების უწყვეტობით. ვფიქრობ, სწორედ მისი უნიკალურობიდან გამომდინარე, ქართული ხორბალი სათანადო აღიარებას იმსახურებს და ამ მიზნით, ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ“,- აღნიშნა ნინო წილოსანმა. სიტყვით გამოსვლისას FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ სასურსათო უსაფრთხოებაში ხორბლის, როგორც მნიშვნელოვანი ელემენტის როლზე ისაუბრა. „მზარდი პოპულაციის გამო, 2050 წლისთვის, მოსახლეობის რიცხოვნობა 9 მილიარდს მიაღწევს. შესაბამისად, ხორბლის კულტურის მოხმარება გაიზრდება. ჩვენ არ უნდა დავაკლოთ მცდელობა, რომ ხორბლის კულტურის მოყვანის მოცულობა გავზარდოთ. აღსანიშნავია, ენერგიის 20% სწორედ ხორბლიდან მოდის. ხორბალი სასურსათო უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ელემენტია. ხორბლის 27 სახეობიდან, 14 სწორედ ქართულია, რაც მიანიშნებს, რომ საქართველოს ამ მიმართულებით უდიდესი ტრადიცია აქვს“,- აღნიშნა რაიმუნდ იელემ. კონფერენციის ფარგლებში საქართველოში ხორბლის წარმოების ისტორია და ტრადიციები განიხილეს. აღინიშნა, რომ ხორბალი საქართველოს უძველესი კულტურაა, რომელსაც ქვეყნის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ხორბალი საქართველოში ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ითესებოდა. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ხორბლის უძველესი ნიმუშები ძვ.წ. V-IV საუკუნით თარიღდება. მსოფლიო მასშტაბით, დღეისთვის, ხორბლის 27 კულტურული და ველური სახეობაა აღწერილი, საიდანაც 14 სახეობა საქართველოშია აღმოჩენილი, მათ შორის 5 სახეობა (მახა, კოლხური ასლი, ჩელტა ზანდური, ჰექსაპლოიდური ზანდური, დიკა) ენდემურია. ხორბლის ქართული ენდემური სახეობების და ჯიშების დაცვასა და აღდგენას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. 2018 წელს, „ქართული ხორბლის კულტურას“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. გარდა ამისა, დაწყებულია ქართული ხორბლის კულტურის იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გადაუდებელი დაცვის საჭიროების ნუსხაში შეტანის სამუშაო პროცესები. საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. ინფორმაციას სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)