23:08 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-05 10:47:07, 650 ნახვა

საზოგადოება
როგორ შევარჩიოთ ზეთზე მომუშავე და ინფრაწითელი გამათბობლები liloshop.ge-ზე?

ტემპერატურის კლებასთან ერთად აქტიურდება გამათბობლების საჭიროება. ბაზარზე უამრავი, სხვადასხვა ტიპის გამათბობელი არსებობს, თუმცა, შერჩევა რომ არ გაგიჭირდეთ, მათ შესახებ ქვემოთ გიამბობთ.

სანამ გამათბობელს შეიძენთ უნდა განსაზღვროთ:

  • როგორი ტიპის გამათბობელი გჭირდებათ
  • რამხელა ფართი უნდა გათბოთ მისი დახმარებით
  • რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ენერგოეფექტურობის საკითხი
  • უსაფრთხოება

ოთახის გათბობის ხარისხი დამოკიდებულია გამათბობლის სიმძლავრეზე. მიიჩნევენ, რომ 15 მ² ფართობის ოთახი შეიძლება გაათბოს 1 კვტ-იანმა (1000 ვტ) აპარატმა, ხოლო უფრო დიდი ფართობისთვის საჭიროა უფრო ძლიერი მოწყობილობის შეძენა.

გასათბობი ფართობის გაანგარიშებისას უნდა გაითვალისწინოთ ის ოთახები, რომლებშიც უმეტეს დროს ატარებთ. როგორც წესი არ ხდება სამზარეულოს გათვალისწინება, რადგან ღუმელიდან გამოდის სითბო, რომლის რაოდენობაც საკმარისია მის გასათბობად.

თუ გსურთ, დაზოგოთ ელექტრო ენერგია, არ მოგივიდეთ დიდი გადასახადი, არჩევანი უნდა შეაჩეროთ ენერგოეფექტურ გამათბობელზე. თანამედროვე მოწყობილობებს, აქვთ ენერგიის დაზოგვის რეჟიმები, რეგულირებადი თერმოსტატები, დაბალი სიმძლავრე და პროგრამირებადი ტაიმერები, რაც ხელს უწყობენ ენერგიის მოხმარების შემცირებას.

უსაფრთხოება ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია გამათბობლის შერჩევისას, რადგან უხარისხო გამათბობელმა შესაძლოა ხანძრის საშიშროება წარმოსვას. მსგავსი ფაქტის თავიდან ასაცილებლად გამათბობლების მწარმოებლები მაქსიმალურად ცდილობენ ინოვაციური და სრულიად უსაფრთხო პროდუქცია შექმნან.  ზოგიერთ მაღალტექნოლოგიურ გამათბობელს აქვს შიდა ჩამრთველი, რომელიც მოწყობილობის ძირს დავარდნისას ან დაზიანებისას ავტომატურად თიშავს ელექტრო ენერგიის მოწოდებას. აგრეთვე აქვს სხვადასხვა პარამეტრული ფუნქციები, რომლებიც იცავს გადახურებისაგან. თუ გამათბობლის შიდა ნაწილები მიაღწევენ სახიფათო ტემპერატურას მოწყობილობა თავისით გაითიშება. 

გათბობის ერთ-ერთი უსაფრთხო და ეფექტური საშუალება არის ზეთზე მომუშავე გამათბობელი, რომელიც მონტაჟს არ საჭიროებს და მარტივად გადაადგილდება გორგოლაჭებისა და სახელურების დახმარებით.

არსებობს სხვადასხვა სიმძლავრის და სხვადასხვა ფართზე გათვლილი ზეთის გამათბობლები, აბაზანისთვის საკმარისია 1000 ვტ გამათბობელი; კოტეჯების, ავტოფარეხებისა და სხვა ოთახებისთვის, უმჯობესია აირჩიოთ უფრო ძლიერი ვარიანტი - მინიმუმ 1500 ვატი; 2-2.5 კვტ-ს მოდელები კარგად მოქმედებენ საშუალო ზომის ოთახებში (20-25 მ2-მდე).

თუ კომპაქტურ გამათბობელს ეძებთ, ერთ-ერთო საუკეთესო საშუალება ინფრაწითელი გამათბობელია, რომელიც სწრაფად ათბობს სივრცეს, აქვს მისაღები ფასი და საინსტალაციოდაც მარტივია. აღსანიშნავია, რომ მას იყენებენ არა მარტო დახურული სივრცის გასათბობად, არამედ ტერასებზე, ღია ბაღებში და.ა.შ.

ინფრაწითელი, ზეთზე და ასევე ბუნებრივ აირზე მომუშავე გამათბობლების დიდ არჩევანს მისაღებ ფასად გთავაზობთ ლილო მოლის ონლაინ მაღაზია liloshop.ge. საიტზე წარმოდგენილ თითოეულ ნივთს თან ახლავს დეტალური აღწერა, რაც შერჩევის პროცესს საგრძნობლად ამარტივებს, გადახდის მრავალფეროვანი მეთოდი კომფორტულს ხდის შოპინგს, მიწოდების სერვისი კი დამატებითი კომფორტია ლილოშოპის მომხმარებლებისთვის. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics