|
2024-02-05 10:43:49, 536 ნახვა
საზოგადოება
სად ვიყიდოთ ხარისხიანი თეთრეული და საძინებლის სხვა აქსესუარები იაფად?
ყოველთვის ენერგიული და პროდუქტიული რომ იყოთ, მნიშვნელოვანია, ღამით კარგად გეძინოთ, რაშიც უდიდეს როლს კომფორტული საწოლი და თეთრეული თამაშობს. მას შემდეგ რაც თქვენი მოთხოვნებისა და სურვილების გათვალისწინებით შეარჩევთ საწოლს, უნდა იზრუნოთ მატრასზე, საბანზე, ბალიშსა და თეთრეულზე. მატრასი დიდწილად განსაზღვრავს საწოლის კომფორტულობას, მატრასის სწორად შერჩევისთვის აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ მის შიგთავსს. ყველაზე კომფორტულად საშუალო და საშუალოზე მეტი სიმტკიცის მატრასი ითვლება. მასზე დაწოლისას თავისუფალი ადგილები არ უნდა რჩებოდეს კეფის, წელისა და ქუსლების არეებში. თუ ორსაწოლიანია თქვენი მატრასი, მნიშვნელოვანია, რომ თქვენი მოძრაობით გამოწვეული ვიბრაციის ეფექტი მინიმალური იყოს, რათა ყველა გადაბრუნებისას არ შეაზანზაროთ გვერდით მწოლიარე ადამიანი. მატრასის შემდეგ უკვე აქცენტი გადადის საბანსა და ბალიშზე, რომელთა არჩევა ძალიან ინდივიდუალურია და ადამიანმა მისი გემოვნების, წოლის მანერის მიხედვით უნდა შეარჩიოს. თუ ბუმბულის ბალიშს ყიდულობთ, შეამოწმეთ, ბუნებრივია ის, თუ ხელოვნური. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს აბრეშუმის ბალიშები, რომელთაც, „მეორე კანსაც“ უწოდებენ, ჰიპოალერგიულია და განსაკუთრებული გამძლეობით გამოირჩევა. თუ აბრეშუმის ბალიშს წესისამებრ მოუვლით, ფორმის დაკარგვის გარეშე, ძალიან დიდხანს მოგემსახურებათ. გარდა ამისა, არსებობს სინთეტიკური ბალიშები, რომელიც შედარებით ბიუჯეტურია, მსუბუქია, კარგად ატარებს ჰაერს და მარტივი მოსავლელია. რაც შეეხება თეთრეულს, ეს უკვე სრულიად ადამიანის გემოვნებასა და მოთხოვნებზეა დამოკიდებული. ფერადი, თუ ქათქათა თეთრი, რეზინიანი ზეწრით, თუ მის გარეშე, ფანელის, კოტონის ბამბის თუ პოლიესტერის ნებისმიერი მასალისგან დამზადებული შეგიძლიათ ნახოთ liloshop.ge-ზე, რომელიც გახლავთ საქართველოში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრის „ლილო მოლის“ ონლაინ მაღაზია. საიტზე არამხოლოდ თეთრეულს, არამედ ყველა საჭირო ნივთს იპოვით არა მარტო თქვენი საძინებლისთვის, არამედ სრულიად სახლისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ლილოშოპზე ყოველთვის დაბალი ფასებია, პროდუქცია კი მაღალი ხარისხით გამოირჩევა. მიწოდების სერვისი, რომელიც 50 ლარზე მეტი ღირებულების შენაძენის გაკეთებისას თბილისში უფასოა, კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის აქ შოპინგს. არჩევანის მრავალფეროვნება ნებისმიერი გემოვნების ადამიანის სურვილებს დააკმაყოფილებს, არ აქვს მნიშვნელობა საჩუქარს ეძებთ და პირადი მოხმარებისთვის გსურთ საოჯახო ნივთების შეძენა, ეწვიეთ liloshop.ge-ს და გააკეთეთ საუკეთესო არჩევანი. საიტის მარტივი ინტერფეისი მოგცემთ საშუალებას ყველა ის მახასიათებელი წინასწარ შეამოწმოთ ნივთის აღწერაში, რაც ასე მნიშვნელოვანია თქვენთვის. გადახდის მარტივი და განსხვავებული მეთოდები კი იძლევა საშუალებას მარტივად გააკეთოთ შენაძენი და დაელოდოთ კურიერს წინასწარ მითითებულ მისამართზე.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)