|
2024-02-02 14:43:04, 1139 ნახვა
სამართალი
სააპელაციო სასამართლომ გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა პატიმრობაში დატოვა
სააპელაციო სასამართლომ კეკელიძეზე ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა პატიმრობაში დატოვა. როგორც "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ადვოკატი გური იმნაძე აცხადებს, ორივე მათგანი ბრალს აღიარებს და მზადაა ზიანის ასანაზღაურებლად. "ორივე მათგანი აღიარებს ჩადენილ ქმედებას ანუ ქონების დაზიანებას და პირიქით, მზად არიან, რომ აანაზღაურონ ეს ზიანი. ჩვენი მხრიდან არის აქტიური კომუნიკაცია მათ შორის აღსრულების სამსახურთან, რომ დროულად წარმართულიყო ეს პროცესები. გარემოებების მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პატიმრობის გადაწყვეტილება, რაც ნამდვილად არის პრობლემური, უსამართლო და ეს ყველაფერი ემსგავსება იმას, რომ თითქოს, ეს ღონისძიებები ემსახურება არა მართლმსაჯულებას და მის ინტერესებს, არამედ მკაცრი სადამსჯელო ხელის ჩვენებას დაკავებულების მიმართ", - განაცხადა ადვოკატმა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს მოძრაობა "ხმა", რომლის წევრებიც გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა არიან. როგორც განცხადებაში ვკითულობთ, მოძრაობას დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდება გასაჩივრებული ჰქონდა და მის შეცვლას თავდებით ან გირაოთი ითხოვდა. "სააპელაციო სასამართლომ ძალადობრივი გამოსახლების დროს დაკავებული გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა პატიმრობაში დატოვა. გასაჩივრებული გვქონდა პატიმრობა და ვითხოვდით მის შეცვლას თავდებობით/გირაოთი. პროკურატურა ითხოვდა აღიარებას და ზიანის ანაზღაურებას. გიორგიმ და კაკომ სასამართლოს პირველივე სხდომაზე თქვეს, რომ აღიარებდნენ აღსრულების პოლიციის მანქანის დაზიანებას და მზად იყვნენ, აენაზღაურებინათ ზიანი. ადვოკატები ბოლო სამი დღის მანძილზე ცდილობდნენ, აღსრულების ბიუროსგან მიეღოთ ცნობა, სად უნდა ჩაერიცხათ ზიანის ანაზღაურება. თუმცა, ამ დრომდე ვერ მიიღეს პასუხი. ადვოკატები აგრძელებენ საუბარს პროკურატურასთან და ცდილობენ, გაარკვიონ რა ხდება", - წერია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს, კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესი მიმდინარეობდა, სადაც სამართალდამცავებმა ჯამში 20 პირი, მათ შორის გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა დააკავეს. 25 იანვარს, სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა მათ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)