00:36 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-02 13:49:52, 603 ნახვა

საზოგადოება
გუდაური, 3-4 თებერვალს, სნოუბორდ კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპს უმასპინძლებს

3-4 თებერვალს, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS), გუდაურში გაიმართება მსოფლიო თასის ეტაპი სნოუბორდ კროსის დისციპლინაში. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს წამყვანი 17 ქვეყნის (აშშ, კანადა, შვეიცარია, ავსტრია, ანდორა, ავსტრალია, ნიდერლანდები, ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, ჩეხეთი, ბრაზილია, იაპონია, კორეა,  უკრაინა) 90  სპორტსმენი იასპარეზებს.

"საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მხრიდან ღონისძიებას დაესწრებიან და  საორგანიზაციო პროცესებში მონაწილეობას მიიღებენ შეჯიბრის დირექტორი უვე ბეიერი და ტექნიკური დელეგატი ლუკაშ ლიგოცკი.

მსოფლიო თასის ეტაპი გუდაურში პირველად ტარდება, ღონისძიებას საერთაშორისო მედია აშუქებს,  პირდაპირ ეთერში კი „ევროსპორტზე" გადაიცემა.

გასულ წელს საქართველომ ბაკურიანში უმაღლეს დონეზე უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში, შესაბამისად, საპატიო ადგილი დაიკავა მსოფლიო რუკაზე  ზამთრის ტურიზმის მიმართულებით. 

წარმატებით ჩატარებულმა ჩემპიონატმა განაპირობა FIS-ის ყურადღება ჩვენი ქვეყნისადმი, სწორედ ამიტომ, საქართველო, კერძოდ, გუდაური და ბაკურიანი ყოველწლიურ კალენდარში მოხვდა. 2023 წლის დეკემბერში ბაკურიანში ასევე წარმატებით ჩატარდა მსოფლიო თასი მოგულისა და დუალ მოგულის დისციპლინებში. აღნიშნული შეჯიბრიც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მხრიდან დადებითად შეფასდა, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საორგანიზაციო კუთხით.

2024 წლის ზამთრის სეზონზე მსოფლიო თასის ეტაპები გუდაურში გრძელდება, 10-11 თებერვალს კი, სკი კროსის დისციპლინის მასპინძელი კვლავ ბაკურიანი იქნება.

ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოსა" (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება, შეჯიბრების სპონსორები არიან კომპანიები „ბორჯომი", "თიბისი" „რედკო" და  „სილქნეტი",- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics