00:36 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-01 12:50:10, 922 ნახვა

საზოგადოება
რუსი პუბლიცისტი ფიოდორ კრაშენინიკოვი აცხადებს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

რუსი პოლიტოლოგი და პუბლიცისტი ფიოდორ კრაშენინიკოვი საქართველოში არ შემოუშვეს. აღნიშნულის შესახებ კრაშენინიკოვმა X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) 29 იანვარს დაწერა.

კრაშენინიკოვის თქმით, მას თბილისში ერთ-ერთ ღონისძიებაში უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა ქვეყანაში შემოსვლის უფლება, უცნობი მიზეზით, არ მისცეს. 

"საქართველოში შესვლა ვერ მოვახერხე! საპასპორტო კონტროლის შედეგებზე დაყრდნობით, საზღვრის კვეთაზე უარი მითხრეს, შემდეგ კი იმავე თვითმფრინავში ჩამსვეს და ევროკავშირში დამაბრუნეს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ჩემთვის უცნობია", - წერს ფიოდორ კრაშენინიკოვი.

ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ახსნა-განმარტების გარეშე არ უშვებენ. 2022 წლის 12 დეკემბერს, რუსი ჟურნალისტი, Холод-ის პოდკასტის რედაქტორი ალექსეი პონომარევი საქართველოში არ შემოუშვეს.

18 სექტემბერს, არ შემოუშვეს უკრაინელი ტელეწამყვანი რომან დრიბნოი, რომელიც საქართველოში უკრაინის მხარდასაჭერ საქველმოქმედო გამოფენას უნდა დასწრებოდა. შემოსვლაზე უარი უთხრეს რუს ბლოგერ ალექსეი რომანოვსაც. 2023 წლის 12 იანვარს, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, სეიმურ ჰაზიმ განაცხადა, რომ საქართველოში არ შემოუშვეს და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უკან გააბრუნეს.

13 თებერვალს, რუსეთის კრიზისული ცენტრის Насилию.нет-ის დამფუძნებელი ანა რივინა არ შემოუშვეს. 20 თებერვალს, შემოსვლაზე უარი უთხრეს რუს მწერალსა და ჟურნალისტს, ფილიპ ძიადკოს. 14 მარტს, რუსული ოპოზიციური საინფორმაციო ტელეარხის ДОЖДЬ-ის ჟურნალისტი ალექსანდრა შევჩენკო, 29 მარტს, რუსი უფლებადამცველი და პუტინის კრიტიკოსი დარიანა გრიაზნოვა, 19 აპრილს, რუსი პუბლიცისტი ალექსანდრ არხანგელსკი, 10 მაისს, ჩეჩენი ჟურნალისტი ჟალავდი გერიევი არ შემოუშვეს ქვეყანაში.

2 ივნისს, საქართველოში რუსი ჟურნალისტი და მწერალი ვიქტორ შენდეროვიჩი, 25 აგვისტოს, რუსეთის ბავშვთა ყოფილი ომბუდსმენი პაველ ასტრახოვი, ხოლო 12 დეკემბერს საქართველოში რუსი ნაციონალისტი და რუსეთის მიერ ექსტრემისტად გამოცხადებული დმიტრი დემუშკინი არ შემოუშვეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics