|
2024-01-23 16:30:53, 942 ნახვა
სამართალი
13 წლის გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებულ ბიძას პატიმრობა შეეფარდა
13 წლის გაუპატიურებაში ბრალდებულ ბიძას გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 2-თვიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. არსებული ინფორმაციით, ბრალდებული ამ დრომდე კახეთის ერთ-ერთ კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება, ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ საქმე არასრულწლოვანს ეხება, სასამართლო სხდომა მედიისთვის დახურული იყო. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში მდებარე ფერმის ტერიტორიზე ბრალდებულმა 13 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ცნობითვე, მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანის ბიძამ (მამის ძმა) გოგოს გაუპატიურების შესახებ შეიტყო, მოძალადე კაცი ცივი იარაღით დაჭრა, თავად კი პოლიციას ჩაბარდა, ხოლო 20 იანვარს, მას სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)