2024-01-17 21:36:02, 826 ნახვა
მსოფლიო
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 232-მდე გაიზარდა
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 232-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას იშიკავას პრეფექტურის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაშავებულთა რიცხვი სულ მცირე 1 036 ადამიანია და ნანგრევებში ადამიანებს ისევ ეძებენ.
არსებული ინფორმაციით, 21 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.
შეგახსენებთ, რომ 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ნოტოს ნახევარკუნძულზე 1-ელ იანვარს მოხდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,