|
2024-01-17 14:08:02, 1424 ნახვა
ეკონომიკა
კობახიძე - ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩინეთ-საქართველოს შორის თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში
შევხვდით ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს, ლინგ ძის, განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში, - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, საუბარი შეეხო ვაჭრობას სხვადასხვა მიმართულებით, ასევე ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის მიმართულებით თანანამშრომლობას. „შევხვდით ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს, ლინგ ძის, განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში. საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროს, უშუალოდ ვაჭრობას სხვადასხვა მიმართულებით, ასევე ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის მიმართულებით თანანამშრომლობას. შევეხეთ პრაქტიკულად ეკონომიკის ყველა სფეროს, გვქონდა ძალიან დეტალური, პროდუქტიული განხილვა, მადლობა ამისთვის ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)