|
2024-01-16 21:35:51, 751 ნახვა
მსოფლიო
რობერტ ფიცო - სანამ მე სლოვაკეთის პრემიერი ვარ, არ დავუშვებ, რომ ევროკავშირში უნგრეთს ხმის უფლება ჩამოართვან
სანამ მე სლოვაკეთის პრემიერი ვარ, არ დავუშვებ, რომ ევროკავშირში უნგრეთს ხმის უფლება ჩამოართვან, - ამის შესახებ ბუდაპეშტში უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე სლოვაკეთის პრემიერმა, რობერტ ფიცომ განაცხადა. როგორც ფიცომ აღნიშნა, თუ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ვეტოს უფლებას ართმევენ და პოლიტიკისა თუ უსაფრთხოების ფუნდამენტური საკითხები ხმათა უმრავლესობით გადაწყდება, ეს ევროკავშირის დასასრულის დასაწყისი იქნება. „ღიად და ნათლად ვამბობ, რომ სანამ სლოვაკეთის მთავრობის მეთაური ვიქნები, არ შევურიგდები რომელიმე ქვეყანაზე თავდასხმას იმის გამო, რომ ეს ქვეყანა საკუთარ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას იცავს. ვიმეორებ: იმისათვის, რომ უნგრეთს რომელიმე უფლება ჩამოერთვას, ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო“, - განაცხადა რობერტ ფიცომ.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)