21:09 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-16 17:55:55, 1488 ნახვა

ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - უკრაინის მხარდაჭერა არა ქველმოქმედება, არამედ ინვესტიციაა

უკრაინის მხარდაჭერა არა ქველმოქმედება, არამედ ჩვენს საკუთარ უსაფრთხოებაში განხორციელებული ინვესტიციაა,- ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ ნატოს მოკავშირეები საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის დახმარებას გააგრძელებენ.

"ჩვენ უნდა ვიდგეთ უკრაინის გვერდით და რაღაც ეტაპზე რუსეთი გააცნობიერებს, რომ ზედმეტად დიდ საფასურს იხდის, დაჯდება და დათანხმდება რამე სახის სამართლიან მშვიდობას, თუმცა ჩვენ უნდა ვიდგეთ უკრაინის გვერდით",- თქვა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ რუსეთი უკრაინას "ძლიერად უტევს", ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს.

"ვხედავთ, როგორ აძლიერებს რუსეთი თავის პოზიციებს; როგორ იძენენ ისინი დრონებს ირანისგან; აშენებენ დრონის მწარმოებელ საკუთარ ქარხანას; როგორ იღებენ საბრძოლო აღჭურვილობას და ბალისტიკურ რაკეტებს ჩრდილოეთ კორეისგან; მათ ასევე აჩვენეს მაღალი შემგუებლობა მსხვერპლის მიმართ. რუსეთი ძლიერად უტევს და ეს არის სერიოზული, ჩვენ ყოველთვის სათანადოდ უნდა შევაფასოთ რუსეთი, თუმცა ამასთან ერთად, მე მჯერა, რომ არის ასევე ოპტიმიზმის მიზეზიც",- თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics