|
2024-01-14 19:00:06, 1103 ნახვა
სამართალი
მედია - საბერძნეთში საქართველოს 7 მოქალაქე დააკავეს
საბერძნეთში ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციის წევრები, მათ შორის საქართველოს 7 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, მათ ბრალად ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობა ედებათ. პოლიციამ დაჯგუფების წევრების მიერ ძარცვის, ქურდობის, გატაცების, გამოძალვის, ფულის გათეთრების და ა.შ. ფაქტები დააფიქსირა. მათივე ინფორმაციით, დააკვებულებმა ავსტრალიის არქიეპისკოპოსის ბინა და ასევე, ატიკში და მის მახლობლად 35 სახლი და საწყობი გაქურდეს. სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 2 451 ევრო, 4 მანქანა, ნარკოტიკული ნივთიერებები, ალკოჰოლური სასმელები, ლეპტოპები, მობილური ტელეფონები, სიმ-ბარათები, ნახატები, ჭურჭლის ნაკრებები და ა.შ. არსებული ინფორმაციით, დაჯგუფებამ საქმიანობა გასული წლის ოქტომბერში დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)