20:21 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-13 17:53:24, 919 ნახვა

მსოფლიო
კოლუმბიაში მეწყერი ჩამოწვა - დაღუპულია, სულ მცირე, 18 ადამიანი, ხოლო 30-მდე დაშავდა

კოლუმბიაში მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

Deutsche Welle-ს ცნობით, მეწყერმა ქალაქების, მედელინისა და კუბდოს დამაკავშირებელი გზატკეცილები დაფარა.

ამასთან, როგორც კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრიმ განაცხადა, მთავრობა მოსახლეობას ყველა საჭირო დახმარებას გაუწევს.

მედიის ცნობითვე, ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა, თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ძლიერი წვიმა ხელს უშლის სამაშველო სამუშაოებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics