2024-01-13 17:16:26, 1308 ნახვა
მსოფლიო
BBC - თურქეთმა ერაყსა და სირიაში 29 სამიზნეზე საჰაერო დარტყმები განახორციელა
თურქეთმა ერაყსა და სირიაში 29 სამიზნეზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც თურქეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, საჰაერო დარტყმები „ტერორისტულ ობიექტებზე“ განახორციელეს.
BBC-ის ცნობით, „ტერორისტულ ობიექტებს“ შორის გამოქვაბულები, ბუნკერები, თავშესაფრები და ნავთობის დანადგარები იყო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,