|
2024-01-11 16:59:34, 854 ნახვა
მსოფლიო
ესტონეთი უკრაინას 1,2 მილიარდი ევროს დახმარებას გამოუყოფს
ესტონეთი სამი წლის განმავლობაში შეიარაღების გასაუმჯობესებლად უკრაინას 1,2 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას გამოუყოფს,- ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა ტალინში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კარისის თქმით, აღნიშნულ დახმარებას უკრაინა 2027 წლამდე მიიღებს. „უკრაინას სჭირდება მეტი და უკეთესი შეიარაღება. აუცილებელია, ევროკავშირის სამხედრო მრეწველობის სიმძლავრის გაზრდა, რომ უკრაინამ მიიღოს ის, რაც სჭირდება არა ხვალ, არამედ დღეს. ჩვენ არ უნდა გვქონდეს არანაირი შეზუდვა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე“, - განაცხადა ალარ კარისმა. მისივე თქმით, მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ზეწოლას არ ექნება წარმატება, ვიდრე ევროპაში და მის გარეთ არის ერთიანობა მოკავშირეებს შორის. „ზოგიერთ ქვეყანას არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, დაარღვიონ ეს ერთიანობა“, - დასძინა კარისმა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთში დღეს, 11 იანვარს ჩავიდა.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)