|
2024-01-09 16:46:39, 961 ნახვა
მსოფლიო
შოიგუ - გასული წლის განმავლობაში, უკრაინამ 215 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა
გასული წლის განმავლობაში, მტერმა 215 000-ზე მეტი ჯარისკაცი და 28 000 საბრძოლო იარაღი დაკარგა, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა. შოიგუს თქმით, უკრაინის ჯარები რესურსების ამოწურვას განიცდიან და ბრძოლის ველზე "არანაირი შედეგი არ აქვთ". "რუსული ჯარები მეთოდურად ამცირებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალს. გასული წლის განმავლობაში, მტერმა 215 000-ზე მეტი ჯარისკაცი და 28 000 საბრძოლო იარაღი დაკარგა. რუსი სამხედროები სტრატეგიულ ინიციატივას ფრონტის მთელ ხაზზე ინარჩუნებენ. ამავდროულად, უკრაინის ჯარები რესურსების ამოწურვას განიცდიან და ბრძოლის ველზე არანაირი შედეგი არ აქვთ", - განაცხადა შოიგუმ. ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა არმიამ 365 990-მდე ჯარისკაცი დაკარგა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცების სრულ აღრიცხვას არ აწარმოებს თავად რუსეთი.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)