|
2024-01-09 12:32:05, 987 ნახვა
საზოგადოება
ჯაფარიძე - ჯანდაცვის სისტემაში სრული კოლაფსია - „მედ-გიდი“ ისევ თქვენს სამსახურშია
საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში სრული კოლაფსია! არ მეგონა, რომ საჭირო გახდებოდა "მედ-გიდის" კვლავ დაბრუნება, მაგრამ შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, კვალიფიციური ექიმების გუნდთან ერთად, საჭიროდ ვთვლი, რომ აქტიურად ჩავერთოთ და მოსახლეობას ყველა შესაძლო დახმარება გავუწიოთ,- ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა. ჯაფარიძის თქმით, ექიმები მსურველებს უფასო ონლაინ კონსულტაციას გაუწევენ. „დღეს ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში სრული კოლაფსია! ქვეყნის ათასობით მოქალაქე იმყოფება საკმაოდ რთულ მდგომარეობაში, მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ ადამიანები საკუთარი ძალებით ცდილობენ გაუმკლავდნენ ამ რთულ გამოწვევას! ჯანდაცვის სისტემა ისევ გაუმართავია, ისევ სრულიად მოუმზადებელი შეხვდა მორიგ გამოწვევას! სამწუხაროდ, არ მეგონა, რომ "კოვიდის" შემდეგ საჭირო გახდებოდა "მედ-გიდის" კვლავ დაბრუნება, მაგრამ შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, კვალიფიციური ექიმების გუნდთან ერთად, საჭიროდ ვთვლი, რომ აქტიურად ჩავერთოთ და მოსახლეობას ყველა შესაძლო დახმარება გავუწიოთ. მინდა შეგახსენოთ, მაშინ როცა ხელისუფლებამ "კოვიდ 19-ის" პირისპირ დატოვა მოსახლეობა, მაშინ როდესაც ჩვენი მოქალაქეები სრულიად უიმედოდ ითხოვდნენ შველას, ჩვენი გუნდი, საკუთარი ძალებით, 24-საათიან რეჟიმში ყველაფერს აკეთებდა, რომ ქვეყნის ათასობით მოქალაქის სიცოცხლე გადაერჩინა. სწორედ მაშინ, ქართველმა ექიმებმა აჩვენეს აქამდე არნახული სოლიდარობის და ერთიანობის მაგალითი... ასე რომ, "მედ-გიდი" ისევ თქვენს სამსახურშია. ჩვენი, საქართველოში წამყვანი ექიმები გაგიწევენ სრულიად უფასო ონლაინ კონსულტაციებს",- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)