|
2024-01-07 18:46:16, 780 ნახვა
საზოგადოება
მჭედლიშვილი სტალინის გამოსახულებაზე - რამდენიმე თვეა, ეს ხატი იქ არის - არც ჩანს ფაქტობრივად, თუმცა ვიღაცა ადამიანებმა ატეხეს ერთი ამბავი
სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი აცხადებს, რომ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალიანია გამოსახული, რამდენიმე თვეა, სამებაშია დასვენებული. როგორც მჭედლიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "ეს ხატი არ არის, არამედ ხატმწერის მიერ დაწერილი გამოსახულებაა". "ეს არის დღესასწაული და ასეთ რაღაც მნიშვნელობების იმაზე არ ღირს. არ გავურბივართ პასუხს. ის არ არის ხატი - მოდი, ასე ვთქვათ, არის რაღაც ერთ-ერთი ხატმწერის მიერ დაწერილი რაღაც პატარა გამოსახულება, რომლისთვისაც ყურადღება არავის მიუქცევია, გარდა ჟურნალისტებისა და ატეხეს ერთი ამბავი. რამდენიმე თვეა, ეს ხატი იქ არის, არც ჩანს ფაქტობრივად, თუმცა ვიღაცა ადამიანებმა ატეხეს ერთი ამბავი",- აცხადებს იოვანე მჭედლიშვილი. შეგახსენებთ, დეკანოზმა, ილია ჭიღლაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ხატის ფოტოები, რომელიც მისი განცხადებით, თბილისში, სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული და მასზე საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინია გამოსახული. მოგვიანებით, ხატის ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში პოლიტიკოსმა, გიორგი კანდელაკმაც გაავრცელა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)