|
2024-01-07 11:48:12, 665 ნახვა
საზოგადოება
კობახიძე - გილოცავთ შობას, ვულოცავ სრულიად საქართველოს, შობის მადლი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სრულიად საქართველოს ქრისტეშობას ულოცავს. „ქართული ოცნების“ ლიდერი საშობაო წირვას სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო. ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა პატრიარქს საშობაო ეპისტოლესთვის და აღნიშნა, რომ როგორც ყოველთვის, პატრიარქის ეპისტოლეში იყო მრავალი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი. „გილოცავთ შობას, ვულოცავ სრულიად საქართველოს, შობის მადლი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას. მადლობას გადავუხდი პატრიარქს ეპისტოლესთვის, როგორც ყოველთვის პატრიარქის ეპისტოლეში იყო მრავალი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, საუბარი იყო რწმენის მნიშვნელობაზე, მშვიდობის მნიშვნელობაზე. პატრიარქმა საგანგებოდ უსურვა მშვიდობა უკრაინას, ახლო აღმოსავლეთს, ისევე, როგორც სრულიად მსოფლიოს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გზავნილები ჩვენთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. საშობაო ლიტურგიას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)