2024-01-05 18:00:02, 829 ნახვა
მსოფლიო
ნიუ-იორკის მეტროში მატარებლების შეჯახების შედეგად 26 ადამიანი დაშავდა
ნიუ-იორკის მეტროში ერთმანეთს 2 მატარებელი შეეჯახა, რის შედეგადაც 26 ადამიანი დაშავდა. შემთხვევამ შეფერხება გამოიწვია მანჰეტენზე.
უცხოური მედიის ინფორმაციით, მატარებელი, რომელშიც დაახლოებით, 300 მგზავრი იმყოფებოდა და მეტროპოლიტენის სატრანსპორტო სამსახურის უმოქმედო მატარებელი, რომელშიც 4 მუშა იყო, ერთმანეთს 96-ე ქუჩის სადგურთან შეეჯახნენ.
როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, რელსებიდან გადასული მატარებლიდან 300-მდე ადამიანის ევაკუირება განხორციელდა. ევაკუაცია გახდა საჭირო ასევე მესამე მატარებლიდან, რომელიც შეჯახებაში არ იყო ჩართული, თუმცა შემთხვევის გამო გვირაბში გაჩერება მოუწია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,