2024-01-05 13:17:25, 1503 ნახვა
მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის კუნძულის მიმართულებით საარტილერიო ჭურვები ისროლა
ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის კუნძულ იონპიონგის მიმართულებით 200-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი ისროლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC სამხრეთ კორეის სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც BBC წერს, ჭურვები, რომლებიც ჩრდილოეთ კორეამ ადგილობრივი დროით 09:00 საათიდან 11:00 საათამდე შუალედში გაისროლა, ქვეყნებს შორის არსებულ ბუფერულ ზონაში ჩაეშვა.
სამხრეთ კორეამ დაგმო ეს ნაბიჯი და მას "პროვოკაციული აქტი" უწოდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,