2024-01-05 11:46:23, 1679 ნახვა
მსოფლიო
ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 28 კი დაშავდა
ინდონეზიაში, ჯავის პროვინციაში სარკინიგზო კატასტროფა მოხდა. როგორც Reuters-ი იტყობინება, ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა.
დასავლეთ ჯავის პოლიციის რეგიონალური წარმომადგენლის განცხადებით, დაღუპული სამივე პირი მატარებლის ეკიპაჟს წარმოადგენდა.
მატარებლებში სულ 478 მგზავრი იმყოფებოდა. სარკინიგზო ავარიის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ავტორი: ექსპრესნიუსი,