01:15 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-05 11:11:51, 797 ნახვა

მსოფლიო
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 90-ს აჭარბებს

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 92-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Ukrinform-ი Xinhua-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია წერს, სტიქიიდან 4 დღის შემდეგ, 242 ადამიანი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა.

"საზღვაო ქალაქ ვაჯიმაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ 40-ზე მეტი ადამიანი კვლავ ნანგრევების ქვეშ იმყოფება",- აღნიშნულია მოხსენებაში.

მეწყერის გამო, რომელმაც გზები დააზიანა, 10-ზე მეტი დასახლება მოწყვეტილია გარე სამყაროს. გარდა ამისა, 30 000 აბონენტი ელექტროენერგიის, ხოლო დაახლოებით, 80 000 აბონენტი წყალმომარაგების გარეშეა დარჩენილი.

ამ დროისთვის კვლავაც გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რომელსაც იაპონიის არმიის 4 600-მდე ჯარისკაცი სამართალდამცავებსა და მეხანძრეებთან ერთად აწარმოებს.

შეგახსენებთ, 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იაპონიაში, ნოტოს ნახევარკუნძულზე 1-ელ იანვარს მოხდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics