02:52 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-05 09:06:36, 879 ნახვა

მსოფლიო
ირანში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ირანის სამხრეთ ნაწილში მომხდარ 2 აფეთქებაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" (ISIS) აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

შემთხვევა 2 დღის წინ, ქალაქ კერმანში იმ დროს მოხდა, როდესაც ირანის ელიტური დანაყოფის "ყუდსის ძალების" ყოფილი მეთაურის, ყასემ სოლეიმანის საფლავთან ახლოს, მისი მკვლელობის მეოთხე წლისთავზე მსვლელობა იმართებოდა.

ISIS-ის მიერ მართულმა მედიამ აფეთქებებიდან 24 საათის შემდეგ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა, რომლებიც ძმები იყვნენ, ასაფეთქებელი ქამრები 20 წუთის შუალედით აამოქმედა.

ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ მეორე, უფრო მომაკვდინებელი აფეთქება მაშინ მოხდა, როცა მოქალაქეები პირველი აფეთქების შედეგად დაჭრილების დახმარებას ცდილობდნენ.

ქვეყანამ მომხდარის გამო გლოვა გამოაცხადა, პრეზიდენტმა, იბრაჰიმ რაისმა კი, თურქეთში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.

ვიდრე პასუხისმგებლობას "ისლამური სახელმწიფო" აიღებდა, ირანის პრეზიდენტმა მომხდარში ისრაელი დაადანაშაულა და თქვა, რომ ის "მძიმე ფასს" გადაიხდის. ისრაელის სამხედროებმა პასუხად განაცხადეს, "ამ საკითხზე კომენტარი არ აქვთ".

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 80-ს აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ მსხვერპლთა და დაშავებულთა შესახებ ირანი და ISIS-ი განსხვავებულ მონაცემებს ავრცელებენ.

ცნობისთვის, ირანის ელიტური დანაყოფის "ყუდსის ძალების" ყოფილი მეთაური და ქვეყნის ერთ-ერთი გავლენიანი ადამიანი ყასემ სოლეიმანი 2020 წლის 3 იანვარს მოკლეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics