2024-01-04 10:32:25, 930 ნახვა
მსოფლიო
Financial Times - ჩინეთი რუსეთის ფედერაციას სამხედრო აღჭურვილობით ამარაგებს
ჩინეთი რუსეთის ფედერაციას სამხედრო აღჭურვილობით ამარაგებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
Financial Times-ის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე პეკინმა რუსეთს სამხედრო მრეწველობის მიმართულებით დახმარება 10-ჯერ გაუზარდა.
გამოცემის ცნობითვე, მხოლოდ 2023 წლის ივლისში ჩინეთმა ოკუპანტებს 68 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა მიაწოდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,